რ ე ი ტ ი ნ გ ი

Monday, March 5, 2012

რემბრანტის ბიოგრაფია


ჰარმენს ვან რეინ რემბრანდტი დაიბადა 1606 წელს, ლეიდენში მეწისქვილის ოჯახში და ორმოც წლამდე სიმდიდრეში ცხოვრობდა.1632 წელს იგი ამსტერდამში გადასახლდა. მის ნახატებში წარმოჩენილი არის ადამიანის სულიერი სამყარო.მისი პირველი წარმატებული ნახატი იყო ,,დოქტორ ტულპის ანატომიის გაკვეთილი", რომელიც 26 წლის ასაკში დახატა. მან ცოლად შეირთო წარჩინებული ოჯახის შვილი სასკია ვან ეილენბიურხი, რამაც გააუმჯობესა მისი სოციალური სტატუსი და დააახლოვა ქალაქის მმართველ წრეებთან და ინტელიგენციასთან.1642 წელს შექმნა ყველაზე ცნობილი პორტრეტი ,,ღამის მზირნი". მისი ჩვეული ჯგუფური პორტრეტებისგან განსხვავებით ამ ნახატზე აღბეჭდილი იყო ისტორიული სურათი, სამოქალაქო გვარდიელებით, რომლებიც ამ სურათის შემკვეთები იყვნენ და ამ შედევრში 1600 გულდენი გადაიხადეს. ამ სცენაზე გამოყენებული აქვს სინათლის და ჩრდილის კონტრასტები, რაც დროთა განმავლობაში მტვრით დაიფარა და მცდარი აზრი ააგორა თითქოს ამ სურათზე ღამის სცენა იყო გამოსახული.1715 წლამდე ნახატი სამოქალაქო დაცვის დარბაზში ეკიდა, შემდეგ იგი ამსტერდამის მუნიციპალიტეტის შენობაში გადაიტანეს, სადაც ოთხივე კუთხის ნაწილები ჩამოაჭრეს დაპატარავების მიზნით, მაგრამ ამ ვანდალური აქტის მიუხედავად ,,ღამის მზირნი" ხელოვნების ნიმუშად რჩება.1642 წელს გარდაიცვალა სასკია, რომლის ანდერძის თანახმადაც მისი მთელი ქონება ეკუთვნოდა მათ უფროს ვაჟს ტიტუსს,ხოლო რემბრანდტი წილის გარეშე დარჩა. მიუხედავად მისი ნახატების ნაკლებ პოპულარობისა, კლიენტების ნაკლებობას არ უჩიოდა.ის თავის სიამოვნების გულისთვის ხატავდა, რის გამოც 1656 წელს გაკოტრდა. მისი უზარმაზარი სახლი გაიყიდა ვალების გამო, თვითონ კი ნაქირავებ ბინაში ამსტერდამის განაპირას გადავიდა, სადაც ცხოვრება გაცილებით იაფი იყო. მასთან ერთად გადასახლდა ვაჟი ტიტუსი და ჰენდრიკიე სტოფელსი, მოსამსახურე გოგონა, რომელთანც რემბრანდტი სასკიას გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობა და მასთან გოგო ეყოლა. ჰენდრიკიე და ტიტუსი მის ოფიციალურ დამკვეთებს წარმოადგენდნენ, რაც იმას ნიშნავდა რომ მხატვრის ყოველი ნახატი მათ ეკუთვნოდათ და მევალეები მათ ხელში ვეღარ ჩაიგდებდნენ. ის იყო რეალისტი მხატვარი, ჰუმანისტი, ღრმა ფსიქოლოგი, ფერმწერი, შუქწერის ოსტატი. მისი შედევრები იყო: ,,იაკობი ლოცავს იოსების შვილებს", ,,ებრაელი პატარძალი", ,,უძღები შვილის დაბრუნება".სიღარიბის მიუხედავად ოჯახი მაინც ბედნიერი იყო, მაგრამ რემბრანდტის ბოლო წლები მოიცვა ორმა პირადმა ტრაგედიამ.1663 წელს გარდაიცვალა ჰენდრიკიე, ხოლო 1669 წელს ტიტუსი.რამდენიმე თვის შემდეგ კი დეპრესიაში ჩავარდნილი მხატვარიც გამოემშვიდობა სიცოცხლეს. ის თავის სიცოცხლეში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა. იგი ხატავდა ერთსა და იმავე ადამიანებს-სასკიას, ჰენდრიკიეს და ტიტუსს, კვლავ და კვლავ, თითქოს მათში რაღაც ახლის აღმოჩენა სურდა, რაც მთავარია ხშირად ხატავდა საკუთარ თავს. ჩვენამდე მოაღწია რემბრანდტის 90-მდე ავტოპორტრეტმა. ის დროს წინ უსწრებდა და თავის თავს სხვადასხვა ფორმაში წარმოაჩენდა. არ ცდილობდა დაემალა თავისი უხეში ნაკვთები ან წლების შეუბრალებელი ნაკვალევი .ნახატებში ის ფიზიკურ გარეგნობასთან ერთად გადმოსცემდა ადამიანების სულიერმდგომარეობასაც.

No comments:

Post a Comment